English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე მაია გონაშვილი ქეთევან არჩაია
თანამედროვე გამოწვევები და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების კონცეპტუალური მოდელი

რეზიუმე

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.03.Lali.Chagelishvili-Agladze/Maya.Gonashvili/Ketevan.Archaia

გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშერკრულება 2021-2025, უპირველეს სტრატეგიულ პრიორიტეტად სახავს ადამიანოს კეთილდღეობას, რომელიც, მატერიალურ კეთილდღეობასთან, განთლებასა და სოციალურ დაცვასთან ერთად მოიცას ჯანმრთელობას. ყველა ადამიანის უფლებაა ჯანმრთელობა, მისი უზრუნველყოფა კი უპირველესად სახელმწიფოს პრეროგატივაა.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ვექტორები სამი ძირითადი მიმართულებით განიხილება: საყოველთაო ჯანდავის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის დაფინანსების ალტერნატიული მოდელების განხორციელება;  ჯანდაცვის სფეროს მდგრადი განვითარების მოდელების რელიზაცია.

ადამიანის მთავარი უფლების, ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისათვის ერთნაირად მისაწვდომი იქნება და რაც მთავარია, მოხდება მათთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების გაწევა სწორედ ამ მიზნით,  2013 წელს წელს დაიწყო რეფორმა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში,  რომლის შედეგიც საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამის ამოქმედება იყო. რეფორმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების  უნივერსალურ ხელმისაწვდომობას, ხოლო მეორე ეტაპი მიმართული იყო მოთხოვნაზე ორიენტირებული    სერვისების შემსყიდველის ჩამოყალიბების გზით,  სერვისის შესყიდვის მოდელის  დანერგვაზე. ამ მხრივ შეიქმნა კონკურენტული გარემო.

მიუხედავად სახელმწიფოს აქტიური ქმედებისა, სფეროს განვითარება ნელი ტემპებით ხორციელდება და დღემდე ვერ მოხერხდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, ევროპული სტანდარტების სერვისების მიღება. აღნიშნული მწვავედ შეიმჩნევა რეგიონების ჯანდაცვის სერვისების გაწევის კუთხით. უფრო მეტიც, ინვესტიციების დიდი ნაწილი ხმარდება ქალაქის მასშტაბით ჯანდაცის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ჯანდაცვის სერვისებს, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქალაქად, ასევე რეგიონებში შეიმჩნევა ისეთი სამედიცინო კადრების ნაკლებობა, როგორებიც არიან ექთნები, მცირე  მომსახურე პერსონალი, ექიმი ლაბორანტები და სხვა. მაღალ დატვირთვას ვერ უძლებენ ამბულატორიული დაწესებულებები, საავადმყოფოების ტექნიკური აღჭურვა ძალზე დაბალ დონეზეა; არასაკმარისია მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნიკის რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებებში/კლინიკებში.

ქვეყნების, რეგიონის დარგის სწრაფი განვითარებისა და სირთულეების დაძლევისათვის,

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება განვითარების კლასტერიზაციის კონცეფცია.

ნაშრომში, ჯანდაცვის ინვესტიციებისა და დაფინანსების პრობლემებთან ერთად, წინა პლანზეა წამოწეული ჯანდაცვის სფეროს კლასტერული განვითარების კონცეფცია.

კვლევის შედეგად გამოტანილია დასკვნები და დასახულია საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მდგრადი განვითარების რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება; დაფინანსების მოდელი; სტრატეგიული განვითარების მოდელი.